როგორ მუშაობს ჩიპი და აქვს თუ არა მას GPS ფუნქცია#
ცხოველის მიკროჩიპი არის პატარა ბიოთავსებადი ელექტრონული მოწყობილობა შუშის კაფსულაში, რომლის ზომა რამდენიმე სანტიმეტრს არ აღემატება.
კატების ჩიპირება არის მიკროჩიპის კანქვეშ ჩანერგვის პროცესი. ჩიპის შესაყვანად გამოიყენება პატარა ნემსი კატის მხრის ბეჭებს შორის არსებულ მიდამოში – კისრის ძირში.
ყოველი მიკროჩიპი შეიცავს უნიკალურ საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც იწერება მონაცემთა ბაზაში. ამ ნომრის შეყვანისას შესაძლებელია ინფორმაციის მიღება მფლობელისა და მისი შინაური ცხოველის შესახებ: სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი; ვინაობა, სქესი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ვეტერინარული ბარათი. თუ კატა დაიკარგება, ჩიპით მისი ამოცნობა შესაძლებელია სპეციალური სკანერის დახმარებით, რომელიც საშუალებას იძლევა, წაიკითხოთ საიდენტიფიკაციო ნომერი.
თუმცა ჩიპის დიდი იმედი მაინც ნუ გექნებათ. თქვენი დაკარგული კატა ჯერ ვიღაცამ უნდა იპოვნოს, შემდეგ დაიჭიროს და ისეთ ვეტერინალურ კლინიკაში მიიყვანოს, სადაც ჩიპის წამკითხველი სკანერი აღმოაჩნდებათ. პატარა ვეტერინალურ კაბინეტებში, როგორც წესი, ასეთი სკანერი არა აქვთ. მოკლედ, ჩიპი განიხილეთ, როგორც დაკარგული ცხოველის დაბრუნების დამატებითი შანსი და არა მისი დაბრუნების გარანტია.
GPS ფუნქცია#
თანამედროვე ჩიპები ამისთვის არ გამოიყენება და პრინციპში, არ გამოასხივებენ რაიმე აქტიურ სიგნალს. სკანერი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, როგორც წესი, აქვთ მხოლოდ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებსა და ვეტერინარ ექიმებს.
ერთი მხრივ, ეს გამორიცხავს მიკროჩიპის გატეხვის რისკს – ამისთვის თავად მონაცემთა ბაზაში მოგიწევთ შეღწევა. მეორე მხრივ, დიახ, შინაური ცხოველის ადგილმდებარეობის რეალურ დროში მონიტორინგიც არ გამოვა.
კანონები ჩიპირების შესახებ: სავალდებულოა თუ არა პროცედურა#
2026 წლის იანვრიდან საქართველოში შინაური ცხოველების პატრონებისთვის ახალი რეგულაციების ნაწილი ამოქმედდება. სავალდებულო ხდება ერთიანი ბაზის შესაქმნელად ძაღლების და კატების ელექტრონული რეგისტრაცია, რაც სხვა პროცედურებთან ერთად ჩიპირებასაც მოითხოვს. აღრიცხვის პროცესში ხარვეზების გამოსარიცხად კარდაკარ სიარული დაწყებულია. მოქალაქეებს მოსალოდნელ ჯარიმებზე აფრთხილებენ და რეგისტრაციის პროცედურებს აცნობენ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
ჩიპირება და რეგისტრაცია ერთი და იგივეა?#
არა, მაგრამ ჩიპირება ტარდება სწორედ კატის რეგისტრაციისთვის, ხოლო შინაური კატის რეგისტრაცია ტარდება ჩიპირების გზით. საქმე ისაა, რომ რეგისტრაცია გულისხმობს ცხოველის შესახებ ინფორმაციის ერთიან მონაცემთა ბაზაში შეტანას, მაგრამ იმისათვის, რომ ამ ჩანაწერსა და თავად შინაურ ცხოველს შორის კავშირი დამყარდეს – აუცილებელია მარკირება, ანუ სხეულზე უნიკალური ნომრის მქონე მარკირების საშუალების დადება ან შეყვანა.
მიკროჩიპი არის ასეთი მარკირების საშუალება.
ჩიპირების დადებითი და უარყოფითი მხარეები#
როგორ მიმდინარეობს პროცედურა#
ჩიპირება ხორციელდება სპეციალური შპრიც-ინჟექტორის საშუალებით. ვეტერინარი იყენებს ინსტრუმენტს და უმტკივნეულოდ უნერგავს ჩიპს ცხოველის კანქვეშ, მხრის ბეჭებს შორის არსებულ მიდამოში (კისრის ძირში). ეს პროცედურა ჰგავს ჩვეულებრივ კანქვეშა ინექციას. ჩიპის დანერგვის შემდეგ, ვეტერინარი სპეციალური სკანერით ამოწმებს, რომ ჩიპი წარმატებით აქტიურდა და იკითხება. ამის შემდეგ ხდება ინფორმაციის შეტანა საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში.










