ყოველთვის დახედეთ შემადგენლობას. გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საკვების შემადგენლობაში ინგრედიენტები იწერება კლებადობის მიხედვით. დასაწყისში ის ინგრედიენტები წერია, რომლებიც საკვებში მეტია.
როგორ ამოვიცნოთ ცუდი საკვები?#
თუ შეფუთვაზე ხედავთ რომ:
- ინგრედიენტებში პირველ ადგილზე წერია მცენარეული ცილა ან მარცვლეული (მაგ. ბრინჯი, სიმინდი) და ხორცის კომპონენტი მესამე ან მეოთხე ადგილზეა, ეს ნიშნავს, რომ მისი რაოდენობა კრიტიკულად დაბალია (15%-ის ფარგლებში).
- პროცენტულობა საერთოდ არ არის მითითებული ან წერია ზოგადად “ცხოველური წარმოშობის ცილა” და არა კონკრეტულად “ქათმის ხორცი” ან “ინდაურის ხორცი”.
განმარტება: “ცხოველური წარმოშობის ცილა” ნიშნავს სასაკლაოების ნარჩენებს (დაცემული ცხოველების ხორცი, ძვლები, კლანჭები, ნისკარტი და ა.შ.), რაც ვერ იქნება მაღალი ხარისხის საკვები.
როგორ ამოვიცნოთ კარგი საკვები?#
- პირველ ადგილზე გარკვევით უნდა იყოს მითითებული ხორცი! მაგალითად, ინდაურის ხორცი, ცხვრის დეჰიდრირებული (ანუ გაუწყლოვნებული) ხორცი და ა.შ.
- ინგრედიენტების პროცენტულობა აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ცალსახად და გასაგებად. მაგალითად: “ცხვრის ხორცი 22%”, “ინდაურის დეჰიდრირებული ხორცი 20%” და ა.შ.
დასკვნა: თუ ყველანაირი ხორცის პროცენტების ჯამი არის: 65% და მეტი: საკვები იდეალურია (კატეგორია “ჰოლისტიკი”); 40-65%: ნორმალურია; 40% და ნაკლები: ცუდია, არ შეიძინოთ.










